2016 - 2017 სასწავლო წელი
2017 წლის გაზაფხულზე გამომცემლობის "წიგნები ბათუმიდან"- მიერ გამოცხადებულ კონკურსში "გახდი ჩვენი ავტორი" გორის #11 საჯარო სკოლის მე- IX კლასის მოსწავლის ანა ზუმბულიძის მიერ წარდგენილმა მოთხრობამ "ადამიანის უსაზღვროების ზღვარი" კონკურსში, პირველ ათეულში, დაიკავა ადგილი და გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ წიგნში შევიდა. (დაჯილდოება)
2017 წლის 20 მაისს სკოლაში აღინიშნა ღვაწლმოსილი პედაგოგის, მაყვალა (ეფემია) მიღრიჯანაშვილის 88 წლის იუბილე.
2016 წლის 25 დეკემბერს,მე-11 კლასის მოსწავლემ ზურაბ მენაბდიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, კრივში გამართულ აგალაროვის სახელობის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე.
2016 წლის 25 დეკემბერს,მე-11 კლასის მოსწავლემ ზურაბ მენაბდიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, კრივში გამართულ აგალაროვის სახელობის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე.
მე-11 კლასის მოსწავლე ზურაბ მენაბდიშვილი გახდა საქართველოს ჩემპიონი კრივში და ევროპის ჩემპიონი ბელორუსიაში გამართულ ჩემპიონატზე.
მე-11 კლასის მოსწავლემ ზურაბ მენაბდიშვილი ბაქოს ალიევის სახელობის ტურნირში დაიკავა I ადგილი.
მე-11 კლასის მოსწავლე ნოდარ ხანიშვილი გახდა საქართველოს ჩემპიონი ბირთვის კვრაში.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა ლიკა ვანიშვილმა, ნათია მაზმიშვილმა და მარიამ მარტიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში: ჯანსაღი ცხოვრების წესი
მე-11 კლასის მოსწავლეებმა ნათია მაზმიშვილმა და ლიკა ვანიშვილმა მიიღეს მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში: მთას ვუბრუნდებით შვილები
მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ მარტიაშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსში:
სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება მოიპოვა პირველი ადგილი (დაჯილდოება).
მე-11 კლასის მოსწავლემ ნათია მაზმიშვილმა იმუშავა პროექტზე ჩვენი უახლესი ისტორია:
9 მარტი, და 9 აპრილი
მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თეატრალურ დღეებთან დაკავშირებულ ფესტივალში, წარმოადგინეს დადგმა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
მე-10 კლასის მოსწავლემ გიორგი გეგელაშვილმა თავისუფალი ჭიდაობაში სომხეთსა და საქართველოს შორის ჩატარებულ ტურნირში დაიკავა
I ადგილი, თურქეთში ჩატარებულ ტურნირში - I ადგილი, საბერძნეთში ჩატარებულ ტურნირში - II ადგილი, თბილისში ბაკურაშვილის სახელობის ტურნირში - I ადგილი, ლერი ხაბელოვის სახელობის ტურნირში - I ადგილი.
მე-10 კლასის მოსწავლემ სერგი კარელიძემ თავისუფალი ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატში დაიკავა III ადგილი და გახდა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, თბილისში ბაკურაშვილის სახელობის ტურნირში - I ადგილი, ბათუმში ჩატარებულ ტურნირში
- III ადგილი, თბილისში ჩატარებულ ტურნირში - I ადგილი.
მე-10 კლასის მოსწავლემ გიორგი ჩიბჩიურმა კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირში დაიკავა I ადგილი, თბილისის პირველობაში - I ადგილი, კანდელაკის სახელობის ტურნირში - I ადგილი.
მეოთხე კლასის სამმა მოსწავლემ მჭედლიძე დავითმა, ანა იაზბარიანმა და ნიკა გაფრინდაშვილმა მოიპოვეს წარმატება „კინგსი“-ს ოლიმპიადაში და მონაწილეობა მიიღეს ,,ვუნდერკინგსის“ ტურში.
მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა გორის სასწავლო უნივერსიტეტში „ნიკო კეცხოველის“ იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
2015
- 2016 სასწავლო წელი
მე-10 კლასის მოსწავლე ზურაბ მენაბდიშვილიმა კონტინენტის ბრინჯაოს პრიზიორის წოდება მოიპოვა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე.
მე-12 კლასის მოსწავლემ გიროგი მუჯარიძემ მრავალგზის რეკორდსმენმა ბირთვის კვრაში იასპარეზა კოლუმბიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.
მე-12 კლასის მოსწავლემ გიროგი მუჯარიძემ მრავალგზის რეკორდსმენმა ბირთვის კვრაში იასპარეზა კოლუმბიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.
მე-12 კლასის მოსწავლემ გიორგი მუჯარიძემ საქართველოს ჩემპიონატში ბირთვის კვრაში პირველი ადგილი დაიკავა და დაამყარა საქართველოს ახალი რეკორდი –18 მ 91 სმ .
მე-12 კლასის მოსწავლემ მარიამ აფციაურმა ინგლისური ენის ოლიმპიადაზე "WITSI" აიღო I ხარისხის პრიზი და საუკეთესო მოაზროვნის დიპლომი.
მე-12 კლასის მოსწავლემ ნანი წიქარიძემ გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მერიისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრებთან ერთობლივი თანამშრომლობით გამართულ ინგლისური ენის კონკურსში და მოიპოვა პრიზი.
მე-12 კლასის მოსწავლემ ნანი წიქარიძე გახდა საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის“ ფინალისტი.
მე-11 კლასის მოსწავლემ გულიკო არუთინიანმა წარმატება მოიპოვა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ევროპის მასშტაბით.
ქალაქ გორის მერიისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მერ ჩატარებულ ღონისძიებაში ,,ღმერთო, მიცოცხლე სამშობლო“, მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ გაგოშიძემ, გადავიდა ფინალურ ტურში, მოიპოვა სიგელი.
მე-10 კლასის მოსწავლემ რუსუდან კორინთელმა, მონაწილეობა მიიღო გერმანიის საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებში, რომელიც მიეძღვნა ,,ბუნებრივი ენერგიის გამოყენებას ჩვენს ცხოვრებაში“. მონაწილეებმა ასფალტზე შეასრულეს ნახატები აღნიშნულ თემაზე. რუსუდან კორინთელმა დაიკავა საპრიზო ადგილი და მიიღო სამახსოვრო პრიზი.
მე-10 კლასის მოსწავლემ ნათია მაზმიშვილმა იმუშავა პროექტზე:
გმირები და მოღალატეები
მე-10 კლასის მოსწავლეებმა ლიკა ვალიშვილმა და ნათია მაზმიშვილმა განათლებისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსში: თანამედროვე გმირები აირეს პირველი ადგილი.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა: გვანცა კაპოიანმა, მარიამ კოდალაძემ და ვანიკო მაზმიშვილმა ბავშვთა დაცვის დრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ასფალტზე ხატვაში მიიღეს სამახსოვრო საჩუქარი და დაიკავეს II ადგილი.
ქალაქის საჯარო სკოლების საშემოდგომო კროსში მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი.
სკოლებს შორის გამართულ კარატეს ტურნირში „საქართველოს თასი“
თორნიკე დიაკვნიშვილმა, მერი არათანაშვილმა, ნინო აბუაშვილმა და მარიამ გაბოძემ დაიკავეს საპრიზო ადგილები.
2014
- 2015 სასწავლო წელი
მე-12 კლასის მოსწავლეებმა აიღეს მედლები: ალექსანდრე ცოტნიაშვილმა და გიორგი მოციქულაშვილმა- ოქრო, მზია დიაკვნიშვილმა - ვერცხლი.
მე-11 და მე-12 კლასის კლასის მოსწავლეებმა ალექსანდრე ცოტნიაშვილმა, მზია დიაკვნიშვილმა, თინათინ გელაშვილმა, ანი კუსრაშვილმა და ნანი წიქარიძემ დაიკავეს პირველი ადგილი იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას” და სამი დღით გაემგზავრა ბათუმში, სადაც დაათვალიერეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, გაეცნენ სასამართლოს მუშაობის ძირითად პრინციპებს. ალექსანდრე ცოტნიაშვილს მიენიჭა საუკეთესო ორატორის წოდება.
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ მხატვრული კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს ალექსანდრე ცოტნიაშვილმა და თინათინ გელაშვილმა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კულინარულ პროექტში ,,ჯანმრთელი კვება“
მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრივატ–ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტში და დაჯილდოვდნენ საჩუქრებით.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ აქტივობაში“ სად ვცხოვრობთ ჩვენ“ სადაც მოსწავლეებმა ძიებისა და კვლევის საფუძველზე დადეს საუკეთესო შედეგი.
2013 - 2014 სასწავლო წელი
მე-12 კლასის მოსწავლეებმა აიღეს მედლები: სოფიო ქოჩორაძე - ოქრო, ნატო სიდამონიძე, გიორგი ტალახაძე, ეკატერინე ხუბულური - ვერცხლი.
სკოლამ პროექტით ,,წიგნები–გონების პირმშო შვილები“-ს პროგრამა ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების წახალისების პროგრამა“ ,,სასკოლო ინიციატივების წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მოიპოვა დაფინანსება 2287 ლარი და 30 თეთრი და შეიძინა წიგნები, რომლებიც გადაეცა სკოლის ბიბლიოთეკას.
მე-9 და მე-11 კლასის
მოსწავლეებმა მოიპოვა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებებში.
ეროვნულ ჩემპიონატში მოსწავლეებმა დაიკავეს გუნდური მესამე ადგილი, ხოლო ნინო კარელიძემ მე–2 ადგილი სამმაგ ხტომაში და სიგრძეზე ხტომაში.
საჯარო სკოლებს შორის ქალაქის საგაზაფხულო კროსში მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი.
მსოფლიო მძლეოსნობის დღესთან
დაკავშირებით გამართულ შეჯიბრში ნინო კარელიძემ სიგრძეზე ხტომაში დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო სამმაგ ხტომაში - პირველი ადგილი.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ნინო კარელიძემ სიგრძეზე ხტომაში დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო სამმაგ ხტომაში - მესამე ადგილი.
თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე გიორგი მუჯარიძემ, ნინო კარელიძემ და მარიამ სეროფიანმა მოიპოვეს მედლები
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კედელზე ხატვის კონკურსში ,,არა ნარკოტიკს!“.
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ეთნოგრაფიული მუზეუმის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში ,,მოსწავლეთა შემოქმედება“, გორის დღეებთან დაკავშირებულ ყვავილების კუთხის მოწყობაში.
სკოლაში თვითმმართველობის მიერ მოეწყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა. შემოსული თანხა გადაირიცხა ლეიკემიით დაავადებული ნანიკო ხაჩიურის პირად ანგარიშზე.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე: რა ცოდნას ინახავს მუზეუმი
მე–11 კლასის მოსწავლეები: მენაბდიშვილი მარიამი და აფციაური მაიამი , დაჯილდოვდნენ სიგელებით ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისათვის. ასევე გადაეცათ მუზეუმის მუდმივი საშვი.
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა უფლისციხის დასუფთავების აქციაში.
მეორე კლასის მოსწავლეები მარიამ ღვინაძე და ლანა მშვიდობაძე გახდნენ ხალხური
ცეკვის ფესტივალის ლაურეატები ქალაქ ბათუმში.
2012
- 2013 სასწავლო წელი
მე-12 კლასის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ქოჩორაძემ, სოფიკო თინიკაშვილმა, ნინო მახოხაშვილმა, ქეთევან ლაცაბიძემ, მარიამ მაოციქულაშვილმა, მარიამ სარქისიანმა აიღეს ოქროს მედლები, ლიკა ლაცაბიძემ აიღო ვერცხლის მედალი.
მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქოჩორაძე გადავიდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტუში და იმყოფებოდა საზაფხულო ბანაკში.
მოსწავლეთა გუნდმა (ალექსანდრე ცოტნიაშვილი, მზია დიაკვნიშვილი, სოფიო ქოჩორაძე, ნატო სიდამონიძე, გიორგი ტალახაძე)
გაიმარჯვა იმიტორებული სასამართკლო პროცესის კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას“ და სამი დღით გაემგზავრა ბათუმში, სადაც დაათვალიერეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, გაეცვნენ სასამართლოს მუშაობის ძირითად პრინციპებს.
მე-10 კლასის მოსწავლემ ალექსანდრე ცოტნიაშვილმა მიიღო მონაწილეობა ბლოგების კონკურსში: ექვთიმე თაყაიშვილი
სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საზოგადოება „ბილიკი“-ს მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში და სამოქალაგო განათლებისა და განვითარების კაბინეტის მოსაწყობად მოიპოვეს გრანტი.
2011 - 2012 სასწავლო წელი
2012წლის 16 ივნისს სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს III ადგილი თვითშემოქმედებით საქალაქო ოლიმპიადაში.
2012
წლის 09 ივნისს სკოლის გუნდმა გაიმარჯვა კონსტიტუციის სამართლაწამოების ოლიმპიადაში.
2012
წლის 01 ივნისს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ასფალტზე ხატვის კონკურსში.
2012
წლის 26 თებერვალა მე–8 კლასის მოსწავლემ თინათინ გელაშვილმა მოიპოვა გამარჯვება სილამაზის კონკურსში და მოიპოვა ტიტული "მის შიდა ქართლი"
2012
წლის 25 თებერვალს მე–8 კლასის მოსწავლე გიორგი მუჯარიძე გახდა საქართველოს ჩემპიონი ბირთვის კვრაში
2011
წლის ოქტომბერში მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილ კვირეულში. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ფილმი ვაჟა-ფშაველას შესახებ და ჩაატარეს ღონისძიება ჩარგალში.
2010 – 2011 სასწავლო წელი
2011 წლის 16 ივნისს ჩატარდა კონფერენცია თემაზე "ადამიანის გენეტიკა და მედიცინა" სკოლის მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. გაიმართა ბიოლოგიის მასწავლებლის ეფემია მიღრიჯანაშვილის წიგნის პრეზენტაცია.
2011
წლის 1 ივნისს სკოლის მე–7 კლასის მოსწავლეები მარიამ სეროფიანი და ნინო კარელიძე მძლეოსნობის ფედერაციიც მიერ მოწყობილ შეჯიბრებაში გამარჯვების შედეგად გაიწვიეს საქართველოს ნაკრებში მძლეოსნობაში.
2011
წლის 1 ივნისს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ასფალტზე ხატვის კონკურსში და მოიპოვეს გამარჯვება ნომინაციაში "ჟიურის სიმპატია"
2011
წლის 14 მაისს სკოლაში ჩატარდა დასუფთავების აქცია
2011
წლის 26 მაისს სკოლის მე–6 და მე–7 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს I, II და III ადგილები კროსში.
2011 წლის 5 მაისს სკოლაში ჩატარდა თვითმმართველობის დღე
2011 წლის მაისში სკოლის ინტელექტუალურმა კლუბმა (კახა წიქარიძე, არსენ ბიბილაშვილი, მარიამ ზარხოზაშვილი –
11 კლასი; ნიკოლოზ ქოჩორაძე –
10 კლასი; გიორგი ტალახაძე –
9 კლასი) მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში
"ხუთი ზარდახშა"
და გადავიდა ნახევარფინალში.
2011 წლის 29-30 აპრილს VI და VII კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს სკოლებს შორის მძლეოსნობის კროსში და მოიპოვეს ოქროს და ვერცხლის მედლები
2011 წლის 7 აპრილს მე-5
კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხეები
2011 წლის 22 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ კონკურსში "ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას" სკოლის ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა სასამართლო პროცესი. გუნდის კაპიტანმა კახა წიქარიძემ მოიპოვა დიპლომი ნომინაციაში "საუკეთესო ორატორი"
2010 წლის 25 დეკემბერს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა საახალწლო კარნავალი.
2010 – 2011 სასწავლო წლის სპორტული წარმატებები:
X კლასის მოსწავლე მოდოსიანი არტურ – საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში
VII კლასის მოსწავლე ვაჩაძე თამთა და V კლასის მოსწავლე თომაშვილი გიორგი – საქართველოს ჩემპიონები ჭადრაკში (2010 წელი)
VII კლასის მოსწავლე მურადაშვილი ავთო – ჩემპიონი საქალაქო შეჯიბრი თავისუფალ ჭიდაობაში (2010 წელი)
IX კლასის მოსწავლე ფერაძე თამარ – II ადგილი საქართველოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში (2011 წელი)
IV კლასის მოსწავლე რუხაძე ნინო – V ადგილი საქართველოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში (2011 წელი)
VII კლასის მოსწავლე სეროფიანი მარიამ – I ადგილი საქალაქო ჩემპიონატი მძლეოსნობაში (2011 წელი)
VII კლასის მოსწავლე კარელიძე ნინო – IV ადგილი საქართველოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში (2011 წელი)
VI კლასის მოსწავლე ჩიტაშვილი ხატია – III ადგილი საქალაქო ჩემპიონატი მძლეოსნობაში (2011 წელი)
VII კლასის მოსწავლე ვალიშვილი ლიკა – IV ადგილი საქართველოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში (2011 წელი)
2009 – 2010 სასწავლო წელი
2010 წლის მაისში სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს
II ადგილი გორის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ შემოქმედებით კონკურსში.
2010 წლის 28 აპრილს სკოლის
VI და VII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქალაქო მძლეოსნურ კროსში.
2010 წლის 24 აპრილს სკოლის V
კლასის მოსწავლემ გიორგი სირანაშვილმა და VI კლასის მოსწავლემ ნათია აფციაურმა გაიმარჯვეს მათემატიკურ ოლიმპიადაში ”გონიერი” და დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
2010 წლის 14 აპრილს სკოლის
VIIIბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2010 წლის 13 აპრილს სკოლის
VIIIა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ”ეს სიყვარულია”
2010 წლის 11 მარტს სკოლის მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: ძალადობა ოჯახში და ბავშვთა უფლებების დაცვა.
2010 წლის 09 მარტს სკოლის I
კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2010 წლის 07 მარტს სკოლის
IV კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ”ვინ სწრაფად, ვინ სხარტად”
2010 წლის 02 მარტს სკოლის
IXა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2010 წლის 23 თებერვალს სკოლის
IXბ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქოჩორაძე და XII კლასის მოსწავლე ზვიად ჯამბრიშვილი გადავიდნენ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის
II ტურში.
2010 წლის 20 თებერვალს სკოლის
IX კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ქოჩორაძემ გაიმარჯვა რაიონულ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში (საგანი -
ბიოლოგია, თემა - ”სიმბიოზი”).
2010 წლის 19 თებერვალს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”წამი”-ს ეგიდით გამართულ ”ქართული კალიგრაფიის” კონკურსში.
2010 წლის 11
თებერვალს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა თხზულებებისა და ნახატების კონკურსში ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”
2010 წლის 20 იანვარს სკოლის
23-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში.2010-2011 წლის სპორტული მიღწევები:
2009 წლის 14 დეკემბერს VIII კლასის მოსწავლეებმა ნიკოლოზ მარეხაშვილმა და ანი უმეკაშვილმა მოიპოვეს II ადგილი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ მოწყობილ სამეჯლისო ცეკვების კონკურსში.
2009 წლის 20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების
20 წლისთავთან დაკავშირებით ბავშვთა და ახალგაზრდობის უფლებათა დაცვის ასოციაციის მიერ ჩატარებულ საქალაქო ნახატების კონკურსში თემაზე ”ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლების ილუსტრირება” გაიმარჯვა X
კლასის მოსწავლემ კახა წიქარიძემ.
2008 – 2009 სასწავლო წელი
2009
წლის 5 ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა სემინარი მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან თემაზე ”მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები”
2009
წლის 3 ივნისს ჩატარდა შეხვედრა ”საუბრები საერთაშორისო ჰუმანიტარუს სამართლის საკითხებზე” გამახვილდა მოსწავლეთა ყურადღება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საკითხებზე, მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს აზრი და გამოავლინეს აღნიშნული საკითხის ცოდნა.
მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში.
2009
წლის 26 მაისს სკოლის მოსწავლე გოგონათა გუნდმა მოიპოვა III ადგილი საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ გორის ცენტრალური კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე მოქმედი სპორტულ ტანვარჯიშში მოსამზადებელი ჯგუფის პირველობაში.
2009
წლის მაისში მე-8ბ კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ქოჩორაძემ მიიღო მონაწილეობა ეროვნულ სასწავლო სასკოლო ოლიმპიადის დასკვნით ტურში.
2009
წლის აპრილში
სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ ასფალტზე ხატვის კონკურსში
2008 წლის ნოემბერში მე-11 კლასის მოსწავლემ გვანცა შენგელიამ მიიღო სიგელი მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობისათვის.
2008 წლის დეკემბერში მე-11 კლასის მოსწავლემ თამარ გიუნაშვილმა გაიმარჯვა ფოტოგამოფენის კონკურსში
2008 წლის ოქტომბერში მე-7ა კლასის მოსწავლემ სოფიო ქოჩორაძემ გაიმარჯვა hallo trust-ის მიერ ჩატარებულ წერით კონკურში ომის თემაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий